LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეორიულად რომც მოხდეს გარკვეული ინდივიდუალური ფინანსური სანქციები, ეს არის ინდივიდუალური „ქეისი“… ნუ გადააბამენ სანქცირების თემას ლარის კურსს, საფინანსო ბაზარს, თითქოს ეს საბანკო სექტორს არტყამს. ეს არის სპეკულაცია“ – ნათია თურნავა აშშ-დან მოსალოდნელ სანქციებზე

126
ნათია თურნავა სანქციებზე

„არაფერი ამ კუთხით ჩვენს საფინანსო სისტემას არ ემუქრება… სანქციებთან დაკავშირებით რაც კი რამ გაჟღერდა, ეს არის შესაძლო სამოგზაურო შეზღუდვები, რასაც საფინანსო სისტემასთან არაფერი კავშირი არა აქვს“ – აღნიშნული განცხადება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა.

ნათია თურნავას განმარტებით, სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ აშშ-დან მოსალოდნელი სანქციები საბანკო სექტორსა და ლარის კურსს დააზიანებს.

„ბიჭო, კითხვა მაქვს, ვაშაძეს მივმართავ, ცივილიზებული სამყარო არ გეუბნებოდა, რომ სანქციები დაუწესეო? გეკითხები, ბლიც-კითხვა, მომავალშიც ასე ჩუმად იქნები, პასუხი არ გექნება“- ირაკლი ზარქუა გიორგი ვაშაძეს

„არაფერი ამ კუთხით ჩვენს საფინანსო სისტემას არ ემუქრება… სანქციებთან დაკავშირებით რაც კი რამ გაჟღერდა, ეს არის შესაძლო სამოგზაურო შეზღუდვები, რასაც საფინანსო სისტემასთან არაფერი კავშირი არა აქვს. მინდა მოვუწოდო პოლიტიკოსებს, ნუ ეცდებიან სპეკულაციას – ნუ გადააბამენ სანქცირების თემას ლარის კურსს, საფინანსო ბაზარს, თითქოს ეს საბანკო სექტორს არტყამს. ეს არის სპეკულაცია – საუბარი იყო სამოგზაურო სანქციებზე, არანაირი ბმა არ არის.

„გადავიტანთ როგორმე… როცა ქვეყანაზეა საუბარი, მეც, ჩემი ოჯახის წევრები, ყველაფერს გავუძლებთ…“ – კალაძე ოჯახის წევრების შესაძლო სანქცირებაზე

თეორიულად, რომც მოხდეს გარკვეული ინდივიდუალური ფინანსური სანქციები, ეს არის ინდივიდუალური „ქეისი“, რომელზეც გვაქვს გამოცდილება, ბანკებთან ერთად განვიხილავთ და გავდივართ რეაგირების ჩარჩოს“ – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

„ჯო ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.. კანონპროექტის მიღებამ შეიძლება აშშ-სა და ევროპასთან საქართველოს ურთიერთობას ძირი გამოუთხაროს“ – აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის წერილი სალომე ზურაბიშვილს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები