Tesla-მ Cybertruck-ის პიკაპების მიწოდება ერთი კვირით შეაჩერა. გარდა ამისა, კომპანიამ პერსონალის 10%-ით შემცირებაც დააანონსა. პირველ რიგში სამსახურიდან გაუშვებენ მათ, ვისი თანამდებობა და ფუნქციებიც ერთმანეთს ჰგავს. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა მსოფლიო ბაზარზე ელექტრომობილების გაყიდვის მაჩვენებლის შემცირება და ბრენდის კვარტალური შემოსავლის კლება გამხდარიყო. იანვარი-მარტის თვეში Tesla-მ კლიენტებს 386 810 მანქანა მიჰყიდა, რაც ანალიტიკოსთა პროგნოზზე (450 ათასი ერთეული) ცოტა ნაკლებია. ბაზრის შემცირების დიდი წილი კი როგორც ჩანს, ჩინეთზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ პარალელურად Tesla ტეხასის გიგაფაბრიკაშიც ამცირებს წარმოებას და ეს, მიუხედავად მრავალრიცხოვანი შეკვეთებისა.