LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Model 3-ის ყველაზე ახალგაზრდა მყიდველი 14 წლის მოზარდი გახდა

33

14 წლის ზაკ ფელდშტეინი ელექტროქარ Tesla Model 3-ის ყველაზე ახალგაზრდა მყიდველი გახდა. ორი წლის წინ მან დეპოზიტზე არსებული მთელი დანაზოგი – 1000 დოლარი დახარჯა. მაშინ მასზე მარკის ოფიციალურ ტვიტერზეც კი წერდნენ. 2018 წელს  მოზარდმა თავისი ავტომობილი მიიღო. თუმცა, საჭესთან დაჯდომას მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეძლებს.

ამასთან, უცნობია როგორ დაფარა მოზარდმა მთლიანი ღირებულება, ასევე უცნობია შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ზაკი სრულუფლებიან მფლობელად, რადგან ის 16 წლის ჯერ კიდევ არ არის. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ფელდშტეინების ოჯახში ეს პირველი Tesla არ არის – ზაკის მშობლები Model X-ს ფლობენ.

Tesla Model 3, რომელიც ახალგაზრდა მყიდველს მიეწოდა, შავ ფერშია გადაწყვეტილი და აღჭურვილია ოფციური დისკებით.

Tesla Model 3-ის დებიუტი გასული წლის ზაფხულში მოხდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები