LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Model Y-მ ბაზარზე ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია

491
Tesla Model Y-მ ბაზარზე ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია

განახლებული Tesla Model Y-ის საყიდლად უკვე რიგებია. გაყიდვების დაწყებიდან პირველივე 24 საათში ჩინეთში „ტესლამ“ განახლებული ელ-ქარის შეძენის მსურველთა 50 ათასი განაცხადი მიიღო. ვისაც Model Y-ის ყიდვა მოუნდება რიგში უნდა ჩადგეს: თავის ავტომობილს ეს ადამიანები აპრილში ან მაისში მიიღებენ, ესეც თუ გაუმართლებთ.

მოდელის პრემიერის დღეს, 10 იანვარს, ჩინეთში მდებარე 300 სადილერო ცენტრიდან თითოეულმა მინიმუმ 100 შეკვეთა მიიღო. თავად კომპანია ზუსტ ციფრებს არ ასაჯაროებს.

ჩინელები Model Y-ის ორ ვერსიაში ყიდიან და ფასი 265 500 ან 303 500 იუანია.

განახლებულმა მოდელმა 15 დიუმიანი დისპლეი, მულტიმედიის სისტემა და გაუმჯობესებული გადამცემები და კამერები მიიღო.

Model Y 299 ცხენის ძალას ავითარებს, ტოპ-ვერსიას 450 ცხენის ძალა აქვს. სვლის მაქსიმალური მარაგი 719 კილომეტრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები