LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla -ს ელექტრომობილები 15 ოქტომბერს ავტოპილოტს მიიღებენ

56

კომპანიამ Tesla  საკუთარი ელექტრომობილებისთვის პროგრამული განახლება  დააანონსა. აფდეითი ავტომობილებს ავტოპილოტით უზრუნველყოფს, თუმცა სრულ ავტონომიურობაზე ჯერ ადრეა ფიქრი. საუბარია ხაზების დამოუკიდებლად შეცვლასა და პარკინგზე.  Version 7 ხელმისაწვდომი იქნება 15 ოქტომბრიდან.

რიგში დგას ასევე ფუნქცია, რომლითაც შესაძლებელი იქნება საკუთარი ავტომობილის გამოძახება, აჭერთ ღილაკს და თქვენი ავტომობილი თვითონ გიპოვით. ელონ მასკის განცხადებით შესაძლებელი იქნება ასევე ღილაკის დაჭერით მანქანის ავტოფარეხში დაყენება. რაც შეეხება Version 7, მისი ფასი 2500 დოლარი იქნება. ცოტა ხნის წინ ანონსირებული Model X, რომელიც დასახელდა ყველაზე სწრაფ და უსაფრთხო კროსოვერად,  ასევე მიიღებს ავტონომიური მანქანის ფუნქციებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები