ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და პირველი ლედი, მელანია ტრამპი ნიუ- ჯერსიში გამართულ ფეხბურთის გრანდიოზულ ღონისძიებას დაესწრნენ. ტრამპების წყვილი ქალაქ ისტ-რატერფორდში 2025 წლის FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ,„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ჩელსის“ დაპირისპირებას დაესწრო.
სტადიონზე, სადაც 80 000-ზე მეტი გულშემატკივარი შეიკრიბა, მათი გამოჩენა მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.
მელანია ტრამპი კვლავაც მოდური მინიმალიზმის მაგალითი იყო. პირველ ლედის შერჩეული ჰქონდა თეთრი მაისური, რომელიც კლასიკურ მუხლამდე ქვედაბოლოს ერწყმოდა. „ლუქს“ საზღვაო სტილის პიჯაკი ასრულებდა, ხოლო აქსესუარებს შორის განსაკუთრებული ყურადღება „დიორის“ თეთრმა სათვალემ მიიპყრო. მისი იმიჯი იდეალურად შეესაბამებოდა დონალდ ტრამპის მიერ შერჩეულ საზღვაო კოსტიუმს, ორივე ერთიან სტილში იყვნენ წარმოდგენილი.
მელანია ტრამპი ყვავილებიან შარვალში – პირველი ლედის ფერადი ექსპერიმენტი



