რატი წითელაძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პროექტი ,,თეთრი ღამეები” საერთაშორისო კინოფესტივალ Visions du Réel-ის ინდუსტრიულ პლატფორმაზე დაჯილდოვდა.
პროექტს გადაეცა სალონიკის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ჯილდო (Thessaloniki Documentary Festival Award).
ფილმი მოგვითხრობს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ახალგაზრდა ქალის ამბავს, რომელსაც ერთადერთი სურვილი ამოძრავებს – სურვილი იმისა, რომ ჰყავდეს შვილი. თუმცა უკვე ათწლეულზე მეტია რაც ის უნაყოფობასა და სოციალურ ზეწოლას ებრძვის.
რეჟისორი: რატი წითელაძე
პროდიუსერები: ნინო ვარსიმაშვილი, ოლგა სლუსარევა.