LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Wall Street Journal: „აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწერონ“

154
დონალდ ტრამპი, ვოლოდიმირ ზელენსკი, კიტ გელოგი

„აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწერონ“, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობითვე, შეთანხმება ჯერ ბოლომდე არ არის დასრულებული.

„მესამე მსოფლიო ომი არავის სარგებელს არ მოუტანს და ამისგან არც ისე შორს ხართ, ახლავე გეტყვით, არც ისე შორს ხართ… შეხედეთ სიკვდილს ახლო აღმოსავლეთში და სიკვდილს, რომელიც ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენ ვაპირებთ, რომ დავასრულოთ ის…“ – დონალდ ტრამპი

გამოცემის წყაროების განმარტებით, შეთანხმების პირობების შესახებ მოლაპარაკებებისას დიდი როლი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა ითამაშა, რომელიც კიევში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი: „სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g