the Weeknd-მა ლოს-ანჯელესში გამანადგურებელი ხანძრის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა პატივისცემის ნიშნად, მეექვსე სტუდიური ალბომის – Hurry Up Tomorrow რელიზი, რომელიც 24 იანვარს იყო დაგეგმილი გადადო.
ახალი თარიღით, უკანასკნელ დისკს აბელ მაკკონენ ტესფაი სასცენო სახელის – ,,უიკენდი” ქვეშ, 30 იანვარს გამოუშვებს.
the Weeknd-ის ახალი ალბომის რელიზის თარიღი ცნობილია – ამ სახელით არტისტი უკანასკნელ დისკს გამოუშვებს
აღსანიშნავია, რომ არტისტმა გააუქმა მომავალი ფირფიტის საპრეზენტაციო შოუც, რომელიც პასადენაში მდებარე სტადიონზე – Rose Bowl 25 იანვარს იყო ჩანიშნული.
ცნობისთვის, კალიფორნიის შტატის ლოს-ანჯელესის ოლქში ტყეებიდან დაწყებული მასშტაბური ხანძარი, რომელიც ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა დასახლებულ რაიონებზე, ამ დრომდე მძვინვარებს.