იმ მოსწავლე გოგონებისთვის, ვისაც ტექნოლოგიების სფერო აინტერესებთ და სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, თიბისიმ საზაფხულო სკოლა შექმნა, სადაც ისინი სრულიად უფასოდ შეძლებენ შეისწავლონ ტექნოლოგიები და დაეუფლონ მომავალ პროფესიას.
წარმატებული და ძალიან მოთხოვნადი თიბისი ტექსკოლის ფარგლებში, ბრენდი მოსწავლე გოგონებს განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს – ტექნოლოგიების მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადადგან. ამ მიზნით თიბისიმ შექმნა საზაფხულო Crash კურსები გოგონებისთვის ტექნოლოგიების ოთხი მიმართულებით:
- შესავალი ხელოვნურ ინტელექტში
- შესავალი მობილური აპლიკაციების შექმნაში
- შესავალი ვებგვერდების პროგრამირებაში: Back-End (Python & Flask)
- შესავალი ვებგვერდების პროგრამირებაში: Front-End (HTML,CSS)
კურსებზე დარეგისტრირება შეუძლიათ IX-XII კლასის მოსწავლე გოგონებს. სწავლა სრულიად უფასოა და ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.
რეგისტრაცია 6 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა დარეგისტრირდი და დაიწყე სასურველი მომავალი პროფესიის შესწავლა. ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს!
(R)