LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის კონცერტი ჩატარდება

648
თიბისი კონცეპტი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 22 ივნისს, 20:00 საათზე, TEC-ში, ნანი ბრეგვაძის კონცერტი ჩატარდება.

კონცერტზე ნანისთან ერთად წარდგებიან: ნიკოლოზ რაჭველი, ნატალია ქუთათელაძე, ეკა მამალაძე და ალექსანდრე კორძაია Kordz.

კონცერტზე ნანი Kordz-თან ერთად მათ საერთო ნამუშევარს, „მთვარეო“-ს ახალ ვერსიას open air-ის პრემიერის შემდეგ კიდევ ერთხელ შეასრულებენ.

თიბისი კონცეპტის ყველა სადებეტო ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ 20%-იანი ფასდაკლებით კონცერტის ბილეთებზე.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

ღონისძიების შესახებ დეტალებს გაეცანით ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ლეგენდარული ნანა ბრეგვაძის ვინილი და მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი გამოიცა. სულ ცოტა ხნის წინ კი შედგა, თიბისი კონცეპტის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის ერთობლივ ნამუშევარზე „მთვარეო“ ვიდეორგოლის პრემიერა.

თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას, მის შენარჩუნებასა და ახალი სახით ფართო აუდიტორიისთვის მიწოდებასა და პოპულარიზაციას.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g