LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისიმ კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის EBRD-ისგან 3 მილიონი ლარი მიიღო

403
თიბისი

თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD), ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიენტებს საშუალებას მისცემს მზის პანელები შეიძინონ.

ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც პარტნიორი ბანკისთვის EBRD-ის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამამ მდგრადი განვითარებისთვის და გარემოსთვის სასარგებლო პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებისთვის რესურსი ადგილობრივ ვალუტაში გასცა.

„ჩვენთვის, როგორც ბიზნესის #1 მხარდამჭერისთვის, პრიორიტეტულია იმ ინიციატივების ხელშეწყობა, რომელთა ფარგლებშიც ქართულ ბიზნესსექტორში საერთაშორისო სტანდარტები და თანამედროვე ტექნოლოგიები ინერგება. მოხარულნი ვართ, რომ მსოფლიო ტენდენციის შესაბამისად, საქართველოშიც სულ უფრო მეტი ბიზნესი იღებს გარემოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს. ამოწურვადი ბუნებრივი რესურსების ფონზე, დღეს მთავარი გამოწვევაა გარემოზე და ეკოლოგიაზე ზრუნვა. პასუხისმგებლობიანი ბიზნესის განვითარება, ენერგოეფექტურობის გაზრდას გულისხმობს. ამიტომ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი და EBRD-ის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის დახმარებით სულ უფრო მეტი ბიზნესი დაამონტაჟებს მზის ელექტრო პანელებს, შეამცირებს ქსელური ელექტროენერგიის მოხმარებას და დაზოგავს ფინანსურ რესურსს“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა. ამ წლების განმავლობაში მან, პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 850 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის 1000-ზე მეტი სავაჭრო ტრანზაქცია დააფინანსა.

2023 წელს თიბისის მდგრადი სასესხო პორტფელის მოცულობამ 1.23 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შედეგზე 57%-ით მეტია. აღნიშნული მონაცემები ხაზს უსვამს თიბისის მუდმივად მზარდ წვლილს და ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართულებით.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები