LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისის კორპორაციული ციფრული ბანკი საუკეთესოა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

545
თიბისი

საერთაშორისო ბიზნეს გამოცემისგან Global Finance თიბისიმ რამდენიმე ჯილდო მიიღო, მათ შორის, საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და საუკეთესო კორპორაციული ონლაინ (სამომხმარებლო გამოცდილება) მსოფლიოში.

„თიბისისთვის როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, განსაკუთრებით საამაყოა ამ ჯილდოების მიღება. ჩვენი ციფრული კორპორაციული ბანკი საუკეთესოდ აღიარეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპაში. გარდა ამისა, ჩვენ ვქმნით საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას მსოფლიოში. განსაკუთრებით გვიხარია ეს წარმატება, რადგან ჩვენთან ერთად ამ კატეგორიებში მსოფლიოს წამყვანი ბანკები მონაწილეობდნენ. ვფიქრობ, ეს ჯილდოები ჩვენი გუნდის დამსახურებაა, რომელიც ყოველდღიურად ქმნის და სთავაზობს მომხმარებლებს ციფრულ პროდუქტებსა და მომსახურებას,“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

თიბისის მიერ მოპოვებული ჯილდოები ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე გაიცა, როგორებიცაა საუკეთესო ციფრული სტრატეგია, ციფრული შეთავაზებების მაღალი ხარისხი და აქტუალურობა, ციფრული პროდუქტების ფართო არჩევანი, არხების დიზაინი და ფუნქციონალი.

„ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების სწრაფად წინსვლის პირობებში საუკეთესო ციფრული შეთავაზებების სტანდარტები მუდმივად ვითარდება. ფინანსურ ინსტიტუტებს კი დიგიტალიზაციის გზაზე მოწინავე პოზიციები უკავიათ,“ – ჯოზეფ ჯარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და რედაქტორი.

ბოლო წლებში მომხმარებლის ცხოვრებაში ციფრულ არხებში მომსახურებას განსაკუთრებით დიდი როლი აქვს. თიბისისთვის გაციფრულება სტრატეგიული მიმართულებაა, რომელსაც თიბისის გუნდი ყოველდღე ავითარებს იმისთვის, რომ ადამიანების ცხოვრება მაქსიმალურად გამარტივდეს.

Global Finance ერთ-ერთი ყველაზე ძველი და რეპუტაციული გამოცემაა, რომელსაც მსოფლიოს 190 ქვეყანაში ადევნებენ თვალს. უკვე 36 წელია, რაც დამოუკიდებელი ჟიური საფინანსო ინსტიტუტებს სხვადასხვა კატეგორიაში აფასებს და აჯილდოებს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები