LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ფაცაცია: „ნიჭიერში“ ჩემს ოქროს ღილაკს ამ სამშაბათს გამოვიყენებ…“

2967
page

რადიო „ფორტუნას“ „დილის სტუმარია“ მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია, რომელმაც „ნიჭიერის“ პროექტზე ისაუბრა და მსმენელს ექსკლუზიური ინფორმაცია გაუზიარა.

თიკა, როგორც ვიცით, ჟიურის ამპლუაში პირველად ხარ, როგორი შეგრძნებაა ეს? გვესაუბრე ახალ სეზონზე 

ნამდვილად რთულია, უნდა იყო სამართლიანი, არ უნდა გამოგეპაროს სხვისი ნიჭი, მუდამ ჩასაფრებული უნდა იყო, თუმცა არც „უბრალოდ მაგარმა“ უნდა გადაფაროს რეალური პერსპექტივა. ჯერ ნახევარფინალისტები არ აგვირჩევია, ასე რომ, ჩემი ნერვიულობა  წინ არის.

ძველ „ნიჭიერში“ ოქროს ღილაკი არ იყო, ახალში კი დაემატა, ასევე ახალი სეზონი ჟანრობრივად უფრო მრავალფეროვანია, მონაწილეებს ყველა სტიქია ექნებათ ათვისებული, უამრავი უცხოელი მონაწილეობს. ძალიან მომწონს ჩვენები, ბევრ რამეში წინ წავიდნენ, ტანისამოსსა და იმიჯზე ზრუნვა დაიწყეს. მეტი სიმძაფრისთვის გეტყვით, რომ მე „ოქროს ღილაკის“ ფუნქციას ამ სამშაბათს გამოვიყენებ.

ცნობისთვის, „ნიჭიერისახალმა სეზონმა სტარტ რუსთავი 2ის ეთერში უკვე აიღო, ის ეთერში ყოველ სამშაბათს, 22:00 საათზე იქნება. რადიოჰოლდინგი ფორტუნაპროექტის მედიამხარდამჭერია.

პოდკასტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები