თიკა მახალდიანი ჟურნალ „სარკეს“ (10 აპრილის ნომერი) თავის მოვლის შესახებ ესაუბრება და ასევე ჩაცმის სტილზეც აკეთებს კომენტარს. მისი თქმით, ქმარი არაფრის ჩაცმას არ უშლის:
„თემური საერთოდ არ მაკონტროლებს ჩაცმის მხრივ. არანაირი პრობლემა არ აქვს. დეკოლტე მაცვია თუ გვერდზე ჩახსნილი კაბა…
10 წლის წინ უფრო შემეძლო დიეტაზე ყოფნა, მაგრამ ახლა – აღარ. მაშინ დიეტაზე რომ ვიყავი, ნერვები სულ ცუდ მდგომარეობაში მქონდა. ახლა საერთოდ არ შემიძლია დიეტის დაცვა, მაგრამ ბევრს არ ვჭამ. ადრე თუ დღეში ერთი ქილა მაწონსა და სამ კიტრზე ვიყავი, დღეს ამას აღარ ვაკეთებ, ამის ნებისყოფა არ მაქვს… “