ჯანდაცვის მინისტრი ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას აფასებს და აცხადებს, რომ კოორნავირუსით ინფიცირების კლება, ცალსახად შეზღუდვებმა გამოიწვია.
ამასთან, ტიკარაძის განამრტებით, სასიკეთო ცვლილებების ფონზე, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ სწავლა საკლასო ოთახებში 4 ოქტომბერს დაიწყება.
“სწავლის [საკლასო ოთახებში] დაწყება ძირითადად დამოკიდებული იქნება ეპიდემიის გავრცელებაზე, მაგრამ აქ გვაქვს უკვე სასიკეთო ცვლილებები ეპიდემიის უკან დახევასთან მიმართებაში, აქედან გამომდინარე, უკვე თითქმის შეგვიძლია მტკიცედ ვივარაუდოთ, რომ დაიწყება სწავლა იმ დასახელებულ თარიღზე, რომელიც ჩვენ დავასახელეთ”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ “იმედის” ეთერში.
ცნობისთვის, საკოოდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში და უნივერსიტეტებში სწავლა 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურად განახლდება.