LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიკარაძის გადადგომის მიზეზი სავარაუდოდ, კოვიდგადატანილებისთვის მწვანე პასპორტში ვადის განსაზღვრის საკითხია: ივანე ჩხაიძე

576
ივანე ჩხაიძე

„ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მიზეზი სავარაუდოდ, კოვიდგადატანილებისთვის მწვანე პასპორტში ვადის განსაზღვრის საკითხია“, – ასე აფასებს იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის და იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე, ეკატერინე ტიკარაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, თანამდებობის დატოვების შესახებ.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან გადადგა

„ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მიზეზი სავარაუდოდ, არის მწვანე პასპორტში ვადის დაფიქსირების თემა. სავარაუდოდ, ეს უნდა ყოფილიყო უთანხმოების მიზეზი. ჯანდაცვის სამინისტრო, ისევე, როგორც იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფი, ვთვლიდით, თუ გვინდა, საქართველოში რეალურად მოქმედი მწვანე პასპორტი იყოს, აქ უნდა დაფიქსირდეს ვადა – კორონავირუსის გადატანიდან ექვსი თვის პერიოდი. ეს იყო ძირითადი მოთხოვნა, ეს არის ჩვენი რეკომენდაციაც და ეს არის მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ჩხაიძემ „პირველ არხთან“ საუბრისას.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მიზეზთან დაკავშირებით იმაზე მეტი ინფორმაცია არ აქვს, რაც მედიიდან მოისმინა.

ამავე თემაზე:

ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი იყო, პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას: მიხეილ სარჯველაძე

მან შეუერთა თავისი ხმა ჩემი კლინიკაში გადაყვანის მსურველებს – მადლობა ტიკარაძეს, რომ შეინარჩუნა ადამიანობა: მიხეილ სააკაშვილი

ტიკარაძისთვის ამ კრიტიკულ პერიოდში „ქართულ ოცნებასთან“ ყოფნა სიმშვიდის მომტანი არ იქნებოდა: ეკა ბესელია

მინისტრი ტიკარაძე გადადგა სწორად – იღლიცინეთ ახლა და ამით იდიოტი ღარიბაშვილის წისქვილზე ასხით წყალი: ნიკა გვარამია

გულით ვულოცავ მას, ბოროტების დაჯგუფების დატოვებას – ბიძინას უთხრა ღარიბასგან მივდივარ, შენგან არაო: ნანუკა ჟორჟოლიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g