LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თიკო სადუნიშვილის მოკლე შორტებზე პანიკა იყო თბილისში 2000 წლების დასაწყისში.. შეყვარებულის ყოლაც აკრძალული იყო.. დებილ დიტო სამხარაძეს ჰგონია, თავისი იმბეცილი ტიტუშკებით დაგვაფრთხობს 90-იანებ გამოვლილ ხალხს?!“ – ბაია პატარაია

754
Untitled design

გუშინ, რესპუბლიკის მოედანზე საქველმოქმედო კონცერტი „ევროპული მომავლისთვის“ გაიმართა, სადაც ქართველმა მუსიკოსებმა საქართველოს ევროპული მომავლისთვის იმღერეს. შეგროვებული თანხით ისინი იმ ადამიანებს ეხმარებიან, რომლებიც სამართალდამცველებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს ან დააჯარიმეს.

სცენაზე მსმენელის წინაშე მომღერალი ლექს-სენი და თიკო სადუნიშვილი 2000-იანების ცნობილი ჰიტით წარდგნენ. მათ გამოსვლას უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ეხმაურება და წლების წინ, საქართველოში არსებულ ვითარებას იხსენებს.

„გუშინ ეს სიმღერა რომ დაიწყო, არ მოველოდი და მთელი სიმღერა ვიცინოდი. საუკუნეა არ მომისმენია და ნამეტნავად გავმხიარულდი. დღეს იდა იხსენებდა, რომ თიკო სადუნიშვილის მოკლე შორტებზე პანიკა იყო თბილისში 2000 წლების დასაწყისში, ბუნდოვნად ეგეც გამახსენდა. მე მოკლე კაბის ჩაცმას მიკრძალავდნენ და შორტით გავდიოდი ფონს თუმცა, შორტი კი არა, შეყვარებულის ყოლაც აკრძალული იყო.

მაგის გამო სულ 15 წლისა თხოვდებოდნენ ჩემი მეზობლები და სკოლელები. ნაადრევი დედობა-ქორწინება მზარავდა, მოტაცება კიდე უფრო. ყინულის დედოფლის ნიღაბი მაშინ მოვირგე პირველად, საშიში და დაუმორჩილებელი თხა-გოგოსიც :))) ბიჭების და კაცების დაფრიალებაც მაშინ ვისწავლე 90-იანებში და დებილ დიტო სამხარაძეს ჰგონია, თავისი იმბეცილი ტიტუშკებით დაგვაფრთხობს 90-იანებ გამოვლილ ხალხს?!“, – წერს ბაია პატარაია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g