მსახიობ, ტიმ როტის შვილი, მუსიკოსი მაიკლ კორმაკ როტი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა, რომელიც მას 2021 წლის ნოემბერში დაუდგინეს.
„დავკარგეთ ჩვენი მშვენიერი ბიჭი კორმაკი, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა. ის მშვიდად წავიდა იმ ქვეყნად ოჯახისა და ახლობლების გარემოცვაში. განვლილი ერთი წლის განმავლობაში ის წარმოუდგენელი სიმამაცით იბრძოდა სიცოცხლისთვის და ბოლო წუთებამდე შეინარჩუნა იუმორის გრძნობა“, – ნათქვამია ტიმ როტის ოჯახის ოფიციალურ განცხადებაში.
ცნობისთვის ტიმ როტს სამი ვაჟის მამაა. მისი მეუღლე ნიკი ბატლერია.