ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე ხმაურიანმა წყვილმა, ტიმოთი შალამემ და კაილი ჯენერმა ორწლიან ურთიერთობას წერტილი დაუსვა. ამის შესახებ Daily Mail წერს.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მათი პირველი დაშორება, წარსულშიც ყოფილა მსგავსი პაუზები, თუმცა მაშინ კაილის ყოველთვის გამოსდიოდა ტიმოთისთან დაბრუნება.
„ტიმოთი გადაღებებითა დაკავებული, კაილი კი გრძნობს, რომ მის ტემპს ვერ ეწევა. ჯენერი უფრო მეტად ცდილობს ურთიერთობის შენარჩუნებას, ვიდრე ის. მაგრამ ის მასზე გიჟდება, ასე რომ შანსი დიდია, რომ ისინი ისევ ერთად ვიხილოთ, ვერ გამოვრიცხავ, რომ ეს მხოლოდ დროებითი იყოს“, – აცხადებს წყარო.
ჭორები მათი დაშორების შესახებ, განსაკუთრებით ტიმოთის Vogue-თან მიცემული ინტერვიუს შემდეგ გააქტიურდა, სადაც 29 წლის მსახიობმა განაცხადა, რომ არ აპირებს ისაუბროს თავის ურთიერთობაზე, რადგან უბრალოდ არაფერი აქვს სათქმელი.
მსახიობისა და „ბიზნეს ვუმენის“ წარმომადგენლებს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.
კაილი ჯენერისა და ტიმოთი შალამეს ვნებებით აღსავსე მატჩი – წყვილის უახლესი გამოჩენა
„დაახრჩო სიყვარულისგან“ – კაილი ჯენერისა და ტიმოთი შალამეს უახლესი ფოტოები

