თავდაცვის ყოფილი მინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინა ხიდაშელი საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ საფეხბურთო გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
„პარიზი… ტაქსი… რადიო…
ჟორჟი.. EURO … ჟორჟ მიკაუტაძე.. მეცი…
მეტი არაფერი მესმის და კი ვზივარ ამაყად და ავიკლე ტაქსის მძღოლი ეგ ჩემი სამშობლოათქო და ჩემთან ერთად უხარია.
ახლა მბაპეზე გადავიდა და გავუგეთ ერთმანეთს“. – წერს თინა ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს – ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს პენალტების სერიაში 4:2 სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
პარიზი… ტაქსი… რადიო… ჟორჟი.. EURO … ჟორჟ მიკაუტაძე.. მეცი… მეტი არაფერი მესმის და კი ვზივარ ამაყად და ავიკლე ტაქსის…
Posted by Tinatin Khidasheli on Wednesday 27 March 2024