LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტინა ტერნერის აქამდე უცნობი სიმღერა ჩაწერიდან 40 წლის შემდეგ, პირველად გამოქვეყნდება

153
ტინა ტერნერი

თინა ტერნერის აქამდე უცნობი სიმღერა Hot For You Baby პირველად გამოვა და ეს მოხდება ტრეკის ჩაწერის 40 წლის იუბილეზე. ეს სიმღერა პირველად BBC Radio 2-ის ეთერში გაჟღერდება, ხოლო მოგვიანებით გამოიცემა ალბომთან ერთად Private Dancer 40, რომელიც საიუბილეო გახდა. სიმღერა Hot For You, Baby ხელახლა Capitol Studios-ში შეიქმნა. თინას ხმა საგანგებოდ დაჭრეს, არანჟირებაც ახალი გაკეთდა და საბოლოო ვერსიაც უკვე მზადაა. სწორედ ამიტომ გადაწყდა სიმღერა შესულიყო ალბომის, Private Dancer-ის საიუბილეო გამოცემაში.

გამოცემაში ასევე იქნება Private Dancer Tour-ის 1985 წლის შოუ, რომელიც 55 წუთს გრძელდება. „გრემის” 12 გზის ვარსკვლავის ალბომშია ასევე ცნობილი ჰიტების უახლესი ვერსიებიც. ტინა ტერნერი 2023 წლის მაისში, 83 წლის ასაკში გარდაიცალა.

ტინა ტერნერის გარდაცვალების შემდეგ, მისმა რეპერტუარმა 40 მილიონი მოსმენა დააგროვა – ნახეთ „ოქროს სამეული“

ხანგრძლივი ავადმყოფობა, მეუღლის მიერ გადანერგილი თირკმელი და შვილის გარდაცვალება – ნახეთ ტინა ტერნერის უკანასკნელი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები