„პირველი არხის“ გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი ეხმაურება კრიტიკას იმის შესახებ, თუ რატომ არ მიაგო პატივი ტელევიზიამ მის ლეგენდარულ წამყვანს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს უკანასკნელ გზაზე. როგორც მისმა შვილმა, გიორგი გაბუნიამ გუშინდელ ვრცელ მონოლოგში აღნიშნა, ტელევიზიას ყვავილიც კი არ გაუგზავნია ტელეწამყვანის გასვენებაში…
თინათინ ბერძენიშვილი:
„ვწუხვარ, რომ მიწევს დაწერა ამ ფორმით, ქალბატონი ჯულიეტას როლი და დამსახურება მართლაც უნიკალური და ისტორიულია, ის ლეგენდა იყო. „პირველმა არხმა“ გარდაცვალების დღიდან მთელი კვირა მას არაერთი რეპორტაჟი, გადაცემა, თუ გახსენება მიუძღვნა. უამრავი თანამშრომელი იყო ყოფილი და ახლანდელიც ყვავილებით, ან სულაც მათ გარეშე მასთან გამოსამშვიდობებლად. პატივის მიგება ის ვარსკვლავია, რომელიც მას სიცოცხლეშივე მთაწმინდაზე გავუხსენით და მემორიალი, რომელიც ახლაც დგას ტელევიზიის ფოიეში, რომელსაც მისი გარდაცვალების დღესაც ყვავილები ამშვენებდა. თუ ვინმე არის საქართველოს ტელევიზიის და არა მხოლოდ პირველი არხის ნამდვილი ვარსკვლავი, ეს ჯულიეტა ვაშაყმაძეა“.