LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ბავშვებით ვაჭრობის შესახებ ჭორი ყალბმა გვერდმა გაუვრცელა  

573
nikoloz-sabashvili-news

5 ნოემბერს, 17 საათზე თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ საბაშვილი გამართავს პრესკონფერენციას მის მიმართ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის თემაზე.

როგორც თეატრის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ:

„ფეისბუქ-გვერდმა ‘’საქართველო არაბების ვერ გახდება’’  გუშინ გაავრცელა ე.წ. fake news, თითქოს ბატონი ნიკოლოზ საბაშვილი არაბულ ბარებს ქართველი ბავშვებით ამარაგებს და ფულის სანაცვლოდ, მათ სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებს. პოსტს თან ახლავს ფოტო სათაურით: „გააზიარეთ, რათა თქვენი შვილიც არ მოხვდეს არაბი კაცების ხელში“.

აღსანიშნავია, რომ დღეს პოსტი, ისევე როგორც მთლიანად გვერდი, წაშლილია. ყურადღება მისაქცევია ფაქტი, რომ გვერდს ჰყავდა მხოლოდ 300-მდე გამომწერი და იდო ერთადერთი პოსტი, რაც აშკარა მტკიცებულებაა იმისა, რომ გვერდი შეიქმნა ნიკოლოზ საბაშვილის წინააღმდეგ ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად.

ცილისმწამებლური, ცრუ ინფორმაცია გავრცელდა ძალიან სწრაფად, ჰქონდა 6 ათასამდე გაზიარება და  1500-მდე კომენტარი.

ბატონმა ნიკოლოზმა გუშინ ღამე უკვე მიმართა პოლიციას, რათა დაიწყოს გამოძიება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g