LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ ჰენკსმა და ჯულია რობერტსმა „გრეის 50 ელფერში“ მონაწილეობაზე, ეროტიკულის სცენების გამო, უარი თქვეს

278
when-tom-hanks-julia-roberts-blasted-dakota-johnson-starrer-fifty-shades-of-grey-for-its-explicit-ndity-expressing-their-revulsion-against-such-a-film-01

2015 წელს ეკრანებზე გამოსული ეროტიკული ფილმი „გრეის 50 ელფერი“, ნამდვილად გახდა გარდატეხა რომანტიკული მელოდრამების ეპოქაში. ფილმმა არნახული პოპულარობა მოუტანა მთავარი როლის შემსრულებლებს, ჯეიმი დორნანსა და დაკოტა ჯონსონს. ამას მოჰყვა ფილმის მეორე და მესამე ნაწილები, რომლებიც 2017 და 2018 წლებში გამოვიდა.

ირკვევა, რომ თავდაპირველად ფილმის შემქმნელები მთავარ როლებზე ტომ ჰენკსისა და ჯულია რობერტსის კანდიდატურებს განიხილავდნენ. „ფორესტ გამპის“ ვარსკვლავმა ეროტიკული სცენების გამო მონაწილეობაზე უარი განაცხადა. როგორც დასავლური მედია წერს, ჰენკსი აღშფოთებული იყო სცენარით და განაცხადა, რომ ამ როლში არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ არავის ხილვას ისურვებდა.

ამავე მიზეზით ვერ დაითანხმეს მთავარ როლზე „ლამაზმანის“ ვარსკვლავი ჯულია რობერტსი, რომელსაც სცენარი ზედმეტად ვულგარული ეჩვენა, ამდენად, ფილმის შემქმნელებმა აქცენტი, იმ დროისთვის დამწყებ მსახიობებზე გააკეთეს.

ჯულია რობერტსი საყვარელი გუნდის თამაშზე – მსახიობი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებს შეხვდა

33 წელი ერთად, არცერთი სკანდალი და მუდამ ხელიხელჩაკიდებულები – ტომ ჰენკსი და რიტა უილსონი სეირნობის დროს გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები