თვის ყველაზე პოპულარული წყვილი, ტომ ჰიდლსტონი და ტეილორ სვიფტი ამჯერად ინგლისის მახლობლად, ზღვის სანაპიროზე ისვენებს. ახალ ფოტოებზე, რომლებიც პაპარაცებმა გადაიღეს, წყვილი უსაზღვროდ ბედნიერია. ისინი ერთად ბანაობენ ზღვაში, ერთმანეთს კოცნიან და საჯაროდ ფლირტაობენ. აღსანიშნავია, რომ უიქენდზე ჰიდლსტონმა და სვიფტმა დასვენება უახლოესი მეგობრების გარემოცავში გადაწყვიტეს. მათთან ერთად ფოტოებზე ჩანან რაიან რეინოლდსი, ბლეკ ლაივლი, კარა დელვინი, კარლი კლოსი და სხვები.
ტეილორ სვიფტს საყვარელი წითელი ფერის საცურაო კოსტიუმი აცვია და უზომოდ ბედნიერი ჩანს.