LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თომა არის მსუნაგი და მძინარა” – გიორგი მარგველაშვილი მეორე ვაჟზე

174

“თომა არის ბრაზიანი, მსუნაგი და მძინარა” – ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა, გადაცემა „პოლიტმეტრში“ თავის მეორე ვაჟზე საუბრისას თქვა და დასძინა, რომ მისი პირველ შვილს თემო, ამ თვისებების მიუხედავად, ძალიან უყვარს.

„თემო კიდევ, თომას ძალიან მაგრად ექცევა. ეფერება და მის აი ამ თვისებებს დადებითად უყურებს“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა შვილთან გატარებულ დროზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დუშეთში ორ პატარა ბავშვთან ერთად ცხოვრება ძალიან რთულია. ამის გამო, მარგველაშვილი საზღვარგარეთაც გაიქცა.

„პრეზიდენტი ძალიან შორსმჭვრეტელურად გაიქცა ორი კვირით ევროპასა და ამერიკაში, იმისთვის რომ უფრო წყნარად ეძინოს.

ძალიან რთულია დუშეთში, ორი პატარა ბავშვით… პრეზიდენტი ამას გაექცა, მაგრამ დაბრუნდა და ახლა თავის ვალდებულებებს შეუდგება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.