LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Top 10 საინტერესო ფაქტი ავტოინდუსტრიის ისტორიიდან

245

ავტომობილები გამოჩნდნენ დაახლოებით 1769 წელს, როცა პირველი ორთქლის ძრავი გამოიგონეს. 1807 წელს, ფრანსუა დე რივაზმა შექმნა პირველი ავტომობილი, რომელიც წყალბადზე მუშაობდა. სრული ისტორია ჩვენს ფეისბუქ გვერდზე, კონკრეტულად ამ ინფორმაციას მიეძღვნა, მოკლედ კი სტატიაში რომ აღინიშნოს, ამ გრძელი და ურთულესი პროცესის ბოლოს, გამოჩნდა კარლ ბენცი, რომლემაც შექმნა ძრავი, რომელიც მუშაობდა ბენზინზე და რომლის სიჩქარეც არ იყო ისეთივე ნელი, როგორც ორთქლის ან წყალბადის ძრავებისა. კარლ ბენცმა, აღნიშნულ სამბორბლას, უწოდა ’’Benc Patent Motorwagen”, ეს იყო პირველი ავტომობილი, რომელიც გამოიმუშავებდა საკუთრივ ენერგიას, რის გამოც, კარლ ბენცი იყო ერთადერთი გამომგონებელი, რომლებიც ახალი ავტომობილებისა პირველ შემოქმედად შეგვიძლია მოვიაზროთ. სტატიაში შევეხებით 10 საინტერესო ფაქტს ავტოინდუსტრიის წარსულიდან:

1. იცოდით, რომ ადოლფ ჰიტლერმა ფერდინანდ პორშეს შეუკვეთა Volkswagen-ის აგება, რომელიც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ’’ხალხის მატარებელს’’ გერმანულ ენაზე? დღეს-დღეობით ცნობილი ავტომწარმოებლის თავდაპირველი ინიციატორი თვით ადოლფ ჰიტლერია. ყველაზე საინტერესოა ასევე ავტომობილის პირველი ვერსიის კონცეპტი, რომლის ავტორიც არც მეტი, არც ნაკლებით თვითონ ადოლფ ჰიტლერია. წარმოგიდგენთ ფოტოს:

2. იცოდით, რომ 1971 წელს, პრემიერ მინისტრის, ინდირა განდის კაბინეტში შემუშავებული ’’ხალხის ავტომობილი’’–ს პროექტი, რომელიც თავდაპირველად კონტრაქტით გადაეცა სანჯაი განდის, Volkswagen-ის ინდური პროტოტიპი იყო? Suzuki-სთან დაკავშირებამდე, სანჯაი განდი თანამშრომლობდა Volkswagen-თან და ასევე ეწეოდა სხვადასხვა მოლაპარაკებებს საერთო საწარმოს გახსნასთან დაკავშირებით. აღნიშნული თანამშრომლობით, ინდური ავტომწარმოებელი მსოფლიო ბაზარზე გადიოდა გერმანულ ავტობრენდთან ერთად და წარმატების შანსი უფრო მეტი იყო, თუმცა ბოლოს სანჯაი განდის არჩევანი მაინც Suzuki-ზე შეჩერდა. საბოლოოდ, ავტომობილი დაეფუძნა სუზუკის მოდელს – 796 და შევიდა ავტომოტივის ისტორიაში, როგორც Maruti 800.

3. იცოდით, რომ Rolls-Royce Ltd. იყო ძირითადად ავტომობილებისა და თვითმფრინავის ძრავების მწარმოებელი კომპანია, რომელიც 1906 წელს ჩარლზ სტიუარტ როლლსის და ფრედერიკ ჰენრი როისის მიერ შეიქმნა? იგივე წელს, Rolls-Royce-მა გამოუშვა პირველი მანქანა – the Silver Ghost. 1907 წელს, ავტომობილმა მოხსნა რეკორდი და გაიარა 24.000 კილომეტრი Scottish reliability trials-ის დროს.

4. იცოდით, რომ ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი რომელიც ოდესმე სახალხო აუქციონზე გაყიდულა, იყო 1954 წლის Mercedes-Benz W196R Formula 1 – რალისთვის განკუთვნილი ავტომობილი, რომელმაც საოცარი რეკორდი მოხსნა ფასების ისტორიაში – 30 მლნ. 2013 წლის ივლისის აუქციონზე.  წინა ადგილი დაიკავა 1957 წლის მოდელმა, Ferrari Testa Rossa Prototype-მ, რომელიც გაიყიდა ასევე აუქციონზე, კალიფორნიაში 16.4 მილიონ დოლარად.

5. იცოდით, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ძალიან დიდი ამბიციები ჰქონდა, თავდაპირველად მხოლოდ მეგობრებისა და ოჯახისთვის საათების შეკეთებით ირთობდა თავს? შემდეგში კი ერთ-ერთი უდიდესი საავტომობილო კომპანიის მფლობელი გახდა. მისი სახელია ჰენრი ფორდი და მან საავტომობილო კომპანია – Ford Motor Company დააფუძნა.

6. იცოდით, რომ 1916 წელს, 55 პროცენტი ავტოინდუსტრიის გაყიდვებისა მოდიოდა მოდელზე Model T Ford, რომელიც ჯერ კიდევ შეუცვლელია რეკორდია ავტობაზრის ისტორიაში?

7. იცოდით, რომ Volkswagen-მა რამდენიმე ავტომობილს ქართან დაკავშირებული სახელები უწოდა? Passat (პასატური ქარი), Golf (გალფის დინება), Polo (პოლარული ქარები) და Jetta (რეაქტიული ქარი).

8. იცოდით, რომ ბრიტანული მდიდრული საავტომობილო კომპანია Aston Martin-ის სახელი მისი დამფუძნებლის ლაიონელ მარტინიდან მომდინარეობს, რომელიც Aston Hill-ის რალში მონაწილეობდა? კომპანიას 1994-დან 2007 წლამდე Ford Motors-ი ფლობდა, რომელიც დღემდე ფლობს წილს კომპანიაში.

9. იცოდით, რომ პირველი საგზაო ავტომობილები საჭის ნაცვლად სპეციფიკურ ოწინარს (სიჩქარეში გადართვის მექანიზმი დღევანდელ ავტომობილებში) იყენებდნენ მანქანის სამართავად?

10. იცოდით, რომ იამაიკელი Reggae მომღერალი და სიმღერების ავტორი, ბობ მარლი ფლობდა BMW-ს, არა პრესტიჟისთვის, არამედ შემთხვევითი გარემოების გამო, რომელიც Bob Marley-სა და The Wailers-ს უკავშირდება?