LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტორესა მოსის იდეა ნიკა კვარაცხელიასთან დაკავშირებით: „არ იმსახურებდა ეს ბიჭი სიკვდილს, ჩვენ არ შეგვიძლია მისი გაცოცხლება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, არ დავუშვათ მისი იდეის სიკვდილი. ..“

1285
toressmosi

მწერალი ტორესა მოსი სოციალურ ქსელში ნიკა კვარაცხელიას შესახებ წერს. 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც მისმა თანატოლმა მოკლა, ყველგან განხილვის თემად იქცა… ის მოუწოდებს საზოგადოებას, გადმოწიერონ მის მიერ შექმნილი სოციალური ქსელი, მისი იდეის გასაგრძელებლად.

ტორესა მოსი:

„გონებიდან არ ამომდის ნიკა კვარაცხელიას ამბავი, წავალ-წამოვალ და მეფიქრება. ჯოჯოხეთი და საშინელებაა, როცა ახალგაზრდა, მოტივირებულ, იდეებით ანთებულ ადამიანს, რომელსაც რეალურად არანაირი კავშირი არ აქვს არანაირ ორგანიზებულ დანაშაულთან, დღისით, მზისით, შუა ქალაქში კლავენ. ამ დროს კლავენ არა უბრალოდ ამ ერთ ადამიანს, არამედ კლავენ მომავლის, განვითარების, საკუთარი შრომით წარმატების მიღწევის იდეას. ის ტყვიები ნიკასთან ერთად მოხვდა საქართველოს მომავალს. არავინ იცის, რას შეძლებდა მისი დაარსებული Feedc-ი, ეს უბედურება რომ არ მომხდარიყო და ამ ქვეყნის მომავლისთვის ვიღაცას რომ არ ესროლა.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ არ მიჰყვებიან ცხოვრებას, არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავის ცხოვრებას უძღვნიან უკეთესი მომავლის იდეას. მე პირადად არ ვიცნობდი ნიკას, მაგრამ ის რაც მასზე მოვისმინე, მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის ასეთი ადამიანი იყო. და რამდენადაც ვიცი, როცა ასეთი ხარ, შენთვის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანიც კია, რომ შენი იდეა, შენთან ერთად არ მოკვდეს.

არ ვიცი, რას აპირებს Feedc-ის გუნდი, ურთულესი პერიოდის გავლა მოუწევთ და არავინ იცის, შეძლებენ თუ არა ბოლომდე მიიყვანონ ის, რასაც ამ ბიჭმა თავისი ხანმოკლე სიცოცხლე მიუძღვნა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს მხარდაჭერა გამოვხატოთ. მე გადმოვწერე აპლიკაცია და ვაპირებ აქტიურად გამოვიყენო. ასევე მინდა ღიად და საჯაროდ შევთავაზო Feedc-ის გუნდს ჩემი უნარებით უსასყიდლო დახმარება. თუ რამე შემიძლი,ა მზად ვარ უსასყიდლოდ ვიმუშაო თქვენთვის.

არ იმსახურებდა ეს ბიჭი სიკვდილს, ჩვენ არ შეგვიძლია მისი გაცოცხლება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია არ დავუშვათ მისი იდეის სიკვდილი. თუ ჩვენ საზოგადოება ვართ, თუ რამე მომავალი გვაქვს საერთოდ, არ დავუშვებთ, რომ ასე მოხდეს. ჩვენ შეგვიძლია ვუპასუხოთ ნიკას მკვლელ შემზარავ ბნელ ძალებს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, რომ მიზანს ვერ მიაღწევენ და ნამდვილი სიკვდილი მათ ელოდებათ ადრე თუ გვიან. სიკვდილი, რომელიც მათ უსარგებლო, ბოროტებით სავსე ცხოვრებას დავიწყების სამუდამო საფარველს გადააფარებს, ისე თითქოს არც უარსებიათ, ნიკას იდეები კი იცოცხლებს, არ მოკვდება, გადარჩება, ისევე როგორც ამ ქვეყნის მომავალი.

დააყენეთ Feedc, მიცვალებულს ვერ გავაცოცხლებთ და ვერც ჩავანაცვლებთ, მაგრამ ყველას ერთად შეგვიძლია გადავარჩინოთ უკეთესი მომავლის იდეა“.

ვიდეო: “ნიკო ჩემთვის ერთი სიტყვით იყო მომავალი“ – ნიკო კვარაცხელია და მისი საცოლე თბილისში ქორწილის გადახდას, შემდეგ კი საზღვარგარეთ წასვლას გეგმავდნენ

ნინო ზამბახიძე: “ჩემი ნიკო მოკლეს, 8 ტყვია დააცალეს! ვინ ხართ, ვინ გაგზარდათ? რა ბოროტება გაქვთ ასეთი გულში რომ დედას შვილს უკლავთ და თან ასეთ ნიკოს”

გიორგი კეკელიძე: “ერთი წლის წინ ბიბლიოთეკაში მესტუმრა და მითხრა, რომ დიდი გეგმები ჰქონდა, საქართველოს მომავალს მისი მნიშვნელოვანი შვილი მოუკვდა”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები