თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული თორნიკე გოლიაძე სწავლას სამაგისტრო პროგრამაზე ბარსელონაში, ESADE Business School-ში აგრძელებს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
მათი ცნობით, თორნიკემ სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა და ჩარიცხულთა რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. შესაბამისად, უნივერსიტეტში სწავლისას, ბოლო სემესტრში გაცვლითი პროგრამით აშშ-ში Chicago Booth-ში ისწავლის.
თორნიკე თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში სწავლის პარალელურად კომპანია EY-ს გუნდს შეუერთდა აუდიტის მიმართულებით, იქ ორწლიანი მუშაობის შემდგომ, საქმიანობა საქართველოს ბანკში ანალიტიკის მიმართულებით გააგრძელა, პარალელურად, კი აკადემიური მიმართულებით ვითარდებოდა, გახდა ასისტენტი და შემდგომ ლექტორი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის პროგრამაზე. სწორედ აქედან გამომდინარე, გადაწყვიტა აკადემიური ცოდნის გაღრმავება და სწავლის გაგრძელება სამაგისტრო პროგრამაზე.
ქართველი თორნიკე ღუტიშვილი ნიუ-იორკის უმსხვილეს ბანკში დასაქმდა
„სასიხარულო ინფორმაცია!“ – ლევან ლოლაშვილი სრული დაფინანსებით ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ისწავლის
ლაშა ჩიქოვანმა ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა
23 წლის სოფო ყირიმლიშვილი ჰარვარდში სრული დაფინანსებით ისწავლის
ქართველი გოგონა 80 000$-იანი დაფინანსებით სწავლას ნიუ-იორკში აგრძელებს
ქართველმა სტუდენტმა აშშ-ში სწავლის სრული, 290 000 დოლარით, დაფინანსება მოიპოვა