LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორნიკე რიჟვაძე „ნაცმოძრაობის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: თუ ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას

68
თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ზეწოლასა და მოსყიდვასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს გამოეხმაურა.

როგორც რეჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ჩანაწერში მისი ოჯახის წევრი არ ფიგურირებს, ბოდიშის მოხდას მოითხოვს. მისივე თქმით, ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას თანაგუნდელებმაა პატივი უნდა სცენ და მის სახელს მოუფრთხილდნენ.

„კიდევ ერთხელ მინდა მიუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. ამ ადამიანის ხსოვნა და მისი სახელის მოფრთხილება ითვალისწინებს, რომ მეტად ღირსეულად მოექცნენ მათივე თანაგუნდელები. წინასწარ დაანონსებული ჩანაწერების შინარსზე მე ვერ გავაკეთებ კომენტარს. მერწუნეთ, რომ თუ ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში მათი წევრის გარდაცვალებას დეპუტატზე ზეწოლას უკავშირებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები