დეპუტატები ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი სავარაუდოდ დღეს გააკეთებენ ოფიციალურ განცხადებას უმრავლესობის დატოვების შესახებ.
განცხადების გაკეთებას დეპუტატები 12:00 საათზე გეგმავენ.
მათი გადაწყვეტილება, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის ჩაგდებას უკავშირდება.
„ჩემს გეგმებთან დაკავშირებით ხვალ გავაკეთებ განცხადებას“, – ასე უპასუხა გუშინ, ბესელიამ შეკითხვას იმის თაობაზე, პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, ტოვებს თუ არა უმრავლესობას.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ პროექტის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერებულიყო.
საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ცხრა წევრი: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძეაწერენ ხელს.
