Toyota-მ გადარჩენისთვის მებრძოლ Nissan-ს გვერდში დადგომა შესთავაზა. ამ წლის დასაწყისში Nissan-მა აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო Honda-თან. კომპანიები უკვე ძალიან ახლოს იყვნენ შეთანხმებასთან და გაერთიანებასთან, რაც Nissan-ს კრიზისიდან თავის დაღწევაში უნდა დახმარებოდა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ჩაიშალა. იაპონური გამოცემების ცნობით, თებერვალში Nissan-ს თითქოს Toyota-ს ტოპ-მენეჯერი დაუკავშირდა და გვერდში დგომა შესთავაზა.
ზუსტად, რა სახის დახმარება შესთავაზა Toyota-მ ფინანსურ კრიზისში მყოფ Nissan-ს უცნობია. თუმცა, არც Nissan-ი და არც Toyota თებერვლის მოლაპარაკებებს არ ადასტურებენ.
ზოგადად Toyota-გან ასეთი ნაბიჯი საკმაოდ ლოგიკურია: ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ავტო გიგანტი დიდი ალბათობით არ გაუშვებს შანს ხელიდან, კონკურენტის მერყევი პოზიციით ისარგებლოს. ეს toyota-ს ქცევას ძალიან ჰგავს.
Nissan-ი კი ისვე ღიაა ახალი წინადადებებისთვის, თუმცა უახლოს მომავალში მისი მთავარი მიზანი – შიდა ფუნდამენტური პრობლემების მოგვარებაა.