2024 წელს მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის სტატუსი Toyota RAV4-ს გადაეცა. მეხუთე თაობის მოდელმა, რომელიც რიგ ბაზრებზე Wildlander-ის სახელითაც იყიდება, წლის განმავლობაში 1 187 000 ერთეული გაყიდა, რაც 11 პროცენტით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
ამავე პერიოდში Tesla Model Y-ის გაყიდვებმა 1 185 000 ერთეული შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 3 პროცენტით ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა მხოლოდ ორი ათასი ავტომობილით განისაზღვრა, ეს საკმარისი აღმოჩნდა ლიდერის შესაცვლელად.
2024 წლის მსოფლიო ავტომობილის ბესტსელერები:
Toyota RAV4 – 1 187 000 ერთეული
Tesla Model Y – 1 185 000
Toyota Corolla Cross / Frontlander – 859 000 (+18%)
Honda CR-V – 854 000 (+1%)
Toyota Corolla – 697 000 (−11%)
Toyota Hilux
Toyota Camry
Tesla Model 3 – 560 000 BYD Qin (ჩინური ბრენდი).