LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენი საახალწლო სუფრა, ტანსაცმელი და ნაძვის ხის მორთულობა უმჯობესია, ამ ფერებში იყოს, ერთადერთი, რაც იკრძალება..“ – რას გვირჩევს მიხეილ ცაგარელი

333
Untitled design (4)

რა უნდა გავითვალისწინოთ 31 დეკემბრის ღამეს, რა ფერებში უნდა გავაფორმოთ საახალწლო სუფრა, რა ფერის სამოსი ჩავიცვათ და რა რიტუალით შევხვდეთ ახალი წლის დადგომას – „ფორტუნასთან“ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.

ახალი წლის მთავარი ფერები:

„რადგან კატა კურდღლის წელიწადია, რომელსაც წყლის სტიქია მართავს, ძირითადი აქცენტი არის ლურჯსა და მის ყველა კომბინაციაზე, ცისფერის ჩათვლით.

ფერთა გამა საკმაოდ დიდი გვაქვს, კარგია და მისაღებია შავი, ასევე თეთრი, მათი ნაზავი – ვერცხლისფერი და ნაცრისფერი. კარგია ბეჟი, ასევე ოქროსფერ-ყვითელი და მწვანეს ყველა კომბინაცია – მუქიდან ღიამდე. ამიტომ სუფრაც, თქვენი ტანსაცმელიც, თუნდაც ნაძვის ხის მორთულობაც, უმჯობესია, ამ ფერებში იყოს.

მცირეოდენი აქსესუარების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ წითელი ფერი, ოღონდ არა როგორც ძირითადი, არამედ მხოლოდ აქსესუარების ფორმით.

საახალწლო სუფრა:

„სუფრაზე უნდა იყოს მამა-პაპური საკვები, რადგან ორივე ნიშანი -კატაც და კურდღელიც, ტრადიციულია, უყვართ საკუთარი სახლი, ოჯახი და ამიტომ ერთადერთი, რაც იკრძალება – კურდღლის ხორცია, რომელიც იკრძალება არა მხოლოდ 31 დეკემბერს, არამედ 22 იანვარსაც, რადგან, რეალურად, კატა-კურდღლის წელიწადი შემოდის სწორედ ამ დღეს – მეცამეტე ახალმთვარეობაზე.

ამიტომ ყველაფერი სხვა – ეგზოტიკური, მამაპაპური საკვები, ყველაფერი შეიძლება იყოს, მათ შორის, ხილი, ბოსტნეული, რომელიც კურდღელს უყვარს.

რა ფიგურები უნდა იყოს წარმოდგენილი ახალი წლის ღამეს სადღესასწაულო სუფრაზე:

„ახალი წლის ღამეს სამი ფიგურა უნდა გვქონდეს: კატა, კურდღელი და ვეფხვი, რადგან ვეფხვის წელიწადი 22 იანვრამდე გრძელდება, რომ არ გავანაწყენოთ, ეს სამი სიმბოლო ფიგურის სახით უნდა გვქონდეს სუფრაზე.

სამივე სიმბოლოს სამი საკვები დავუდოთ, ვეფხვს – ხორცის პატარა ნაჭერი; კატას – თევზეული; კურდღელს – ბოსტნეული. ამით ჩვენ მათდამი პატივისცემას გამოვხატავთ.

რიტუალი:

მნიშვნელოვანია რიცხვები – წლის ნუმეროლოგია შვიდიანია, 2023 ჯამში გვაძლევს შვიდს, ამიტომ დავდოთ 7 სანთელი წლის ძირითად ფერებში და ავანთოთ ახალი წლის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე. გასულ წელს ჯერ მადლობა გადავუხადოთ ამ სანთელთან, ახალი წლის მილოცვის შემდეგ კი შეგიძლიათ თითოეულ სანთელს ჩაუთქვათ შვიდი ძირითადი სურვილი  – რაც გინდათ, რომ თქვენს ცხოვრებაში მოხდეს, ოღონდ ეს სურვილი ფინანსებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული.

ფინანსური რიტუალები:

უნდა აიღოთ სამი ორლარიანი და ერთი ერთლარიანი, რათა ჯამში გამოგვივიდეს ციფრი შვიდი. კარგი იქნება, თუ გვექნება კატის ან კურდღლის ყულაბა, ამ ყულაბაში თითოეული მონეტის ჩაგდების დროს ჩაიფიქრეთ, რა გსურთ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში ფინანსური კუთხით – ზოგს ჯეკპოტი უნდა, ზოგს ბონუსები, ზოგს ხელფასის მომატება, ზოგს სესხის გასტუმრება.

ოთხი სურვილის შესაძლებლობა გაქვთ, რათა მომავალ წელს ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესოთ. ამ რიტუალის ჩატარება ნებისმიერ ნიშანს შეუძლია”, – აღნიშნავს მიხეილ ცაგარელი.

ნაძვის ხე, ჩიჩილაკი და მანდარინის ტოტი:

ასტროლოგი კიდევ ერთ რჩევას გვიზიარებს – „ნაძვის ხის გვერდით დავდგათ ჩიჩილაკი და ასევე დავდოთ მანდარინის ტოტი – თუნდაც ხელოვნური.

მანდარინის ხე აღმოსავლეთში მათი ნაძვის ხეა. ის ხვავის, ბარაქის და წარმატების სიმბოლოა, ამიტომ ესეც უნდა გვქონდეს, რათა პოზიტიური ენერგიები მოვიზიდოთ“, – გვირჩევს მიხეილ ცაგარელი და აღნიშნავს, რომ მთლიანობაში, 2023 წელი გაცილებით უფრო მშვიდი და უკეთესი იქნება, ვიდრე 2022 წელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g