მამა შალვა კეკელია სოციალურ ქსელში მეუფე პეტრეს გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს პატრიარქს ეშმაკმა არ აპატია, რაც ილია მეორეს ქვეყნისთვის უკეთებია.
გამწესება მონასტერში პეტრეს და გაფრთხილება იაკობს - რა წერია სინოდის სხდომის ოქმში
დღეს განვითარებული მოვლენების სინოდისეული ვერსია
“თქვენო უწმიდესობავ, ეშმაკმა არ გაპატია ამდენი ადამიანის ღვთისკენ მობრუნება, ერის შემოტრიალება, ტაძრების აშენება, სასულიერო პირების გამრავლება, სემინარიების და აკადემიების გახსნა, დაუღალავი ლოცვა, უძილო ღამეები ერზე ფიქრში გატარებული და რომ ჩამოვთვალე ის ყველაფერი რაც თქვენ ჩვენ ქვეყნისთვის გიკეთებიათ ალბათ მთელი დღე დამჭირდება ამ ყველაფრის დასაწერად...
ეშმაკი ცილის მწამებელია, მას მხოლოდ წილის წამება შეუძლია, ვაი იმ ადამიანებს ვისაც ეშმაკი საკუთარ იარაღად გამოიყენებს…
თქვენო უწმიდესობავ მთელი ერი, თქვენი სამწყსო, რომლის კეთილი მწყემსი ბრძანდებით, ქრისტეს დედა ეკლესიის და თქვენს გვერდით ვართ… გვიყვარხართ თქვენო უწმიდესობავ”, – წერს მამა შალვა.