LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტრაგედია ან ახლობლის გარდაცვალება ხშირად გაფიქრებინებს, რომ არავითარი აზრი არ აქვს შემგროვებლობას, მიმტაცებლობას, ტყუილს.. ყველაფერი ამაოა, იქ არავის არაფერი მიაქვს“ – გოგა ჩანადირი ემოციურ სტატუსს აქვეყნებს

1103
გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

გოგა ჩანადირი წერს, რომ „არავინ ვიცით, ხვალ რა დღე გაგვითენდება და უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ სანანებელ-გასაბრაზებელი არ გვქონდეს“.

„არავინ ვიცით, ხვალ რა დღე გაგვითენდება. შეიძლება, დასასვენებლად წახვიდე და უბედურებად გექცეს.

ტრაგედია ან ახლობლის გარდაცვალება ხშირად გაფიქრებინებს, რომ არავითარი აზრი არ აქვს გადამეტებულ შემგროვებლობას, მიმტაცებლობას, ტყუილს, საკუთარი თავის ყველაზე წინ დაყენებას.

კაბინეტ-სავარძელსაც არ აქვს ფასი და ტყუილად იკლავენ თავს ამისთვის.

ეს ყველაფერი ამაოა. იქ არავის არაფერი მიაქვს. ეს ცხოვრება მართლა წუთია. ოღონდ, მის მიმართ ჩვენეული, უფრო პირადული გაგება გვაქვს. გვინდა, რომ ყველაფერი მოვასწროთ. ლამის, ამ წუთსაც გავასწროთ. არადა, ეს წუთი არა მოსასწრებად, არამედ ღირსეულად ცხოვრებისთვის არის ჩართული.

არავინ ვიცით, ხვალ როგორი დღე გაგვითენდება. ამიტომ, ვიცხოვროთ ისე, რომ სანანებელ-გასაბრაზებელი არ გვქონდეს. უბრალოდ, არ დავკარგოთ ადამიანის სახე“, – წერს გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში.

 

 

არავინ ვიცით, ხვალ რა დღე გაგვითენდება.
შეიძლება, დასასვენებლად წახვიდე და უბედურებად გექცეს.

ტრაგედია ან ახლობლის…

Posted by გოგა ჩანადირი on შაბათი, 05 აგვისტო, 2023

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g