პარტია „რლდპ“-ს ლიდერებმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს და მოსახლეობას ოფიციალურად ამცნეს ვლადიმერ ჟირინოვსკის გარდაცვალების ამბავი. პარტიის სპიკერმა თვალცრემლიანმა რამდენჯერმე შეწყვიტა ბრიფინგი.
„მოხდა ტრაგედია, ჩვენგან წავიდა ვლადიმერ ჟირინოვსკი. გვქონდა ფრაქციის სხდომა და მივიღეთ გადაწყვეტილება, პარტიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დავასახელოთ ლეონიდ სლუცკი. ჩვენს სამომავლო პრიორიტეტად ჟირინოვსკის დაკრძალვის ორგანიზებას ვაცხადებთ“, – ნათქვამია ბრიფინგზე.
საგანგებო ბრიფინგს პარტიის ყველა წევრი ესწრებოდა, მათ ხელში ეკავათ ჩარჩოში ჩასმული ჟირინოვსკის შავ-თეთრი ფოტო.
“ყოველთვის რუსეთის ინტერესებს იცავდა” – პუტინი ჟირინოვსკის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
„ნათელი, ნიჭიერი პოლიტიკოსი წავიდა ჩვენგან“ – დუმის დეპუტატი ვლადიმერ ჟირინოვსკიზე