ტრამპის ანტი-ჩინური გადასახადები Ford-ს და General Motors-ს დიდ ზარალს მოუტანს. აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა მექსიკისა და კანადის წინააღმდეგ 25%-იანი გადასახადის შემოღების გეგმა შეაჩერა, სანაცვლოდ ჩინურ პროდუქციაზე 10%-ით გაზარდა გადასახადი. ანალიტიკოსთა ინფორმაციით, სიახლე ყველაზე მეტად Ford-ს და General Motor-ს „დაარტყამს“, რამეთუ პოპულარული კროსოვერები Lincoln Nautilus და Buick Envision ჩინეთში იგება. ამ ორი მოდელის გაყიდვებმა 2024 წელს 84 ათასი შეადგინა. ზემოთ ჩამოთვლილი კროსოვერები აშშ-ში გაყიდული ჩინური წარმოების ავტომობილების 95%-ს შეადგენს, სწორედ ამიტომ გადასახადის ზრდა მათ ძალიან დააზარალებს. თუმცა კანონპროექტი არამხოლოდ უკვე აწყობილ მანქანებს, არამედ ავტო ნაწილების იმპორტსაც შეეხება. საინტერესოა, რომ ჩინეთიდან აშშ-ში ყოველწლიურად 15-20 მილიარდი დოლარის ავტო ნაწილების იმპორტი ხდება.