LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპის ექიმი – “პრეზიდენტი მკურნალობას ძალიან კარგად დაემორჩილა”

61
ტრამპი

დონალდ ტრამპის ექიმის განცხადებით, პრეზიდენტმა მკურნალობის კურსი დაასრულა და ამ შაბათ-კვირას საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლია.

ექიმ შონ კონლის თქმით, პრეზიდენტი მედიკამენტურ მკურნალობას ძალიან კარგად დაემორჩილა.

“შაბათს პრეზიდენტის დიაგნოზის დასმიდან 10 დღე გადის. მე ველოდები, რომ პრეზიდენტი იმ დროისთვის საზოგადოებრივ საქმიანობას უსაფრთხოდ დაუბრუნდება,” – აღნიშნა თეთრი სახლის ექიმმა.

საპრეზიდენტო დებატების მეორე რაუნდის ორგიზატორი კომისიის განცხადებით,  25 ოქტომბერს მაიამიში დაგეგმილი დებატები შესაძლოა დისტანციურ რეჟიმში გაიმართოს, ვინაიდან დონალდ ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდა. პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ მას ვირტუალურ დებატებში მონაწილეობისთვის დროის გაფლანგვა არ სურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები