LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპის გამო მდიდრებმა 35 მილიარდი დაკარგეს

99

პლანეტის 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა დონალდ ტრამპის სკანდალის გამო, 1 დღეში 35 მილიარდი დოლარი დაკარგეს.

გამოცემა Bloomberg-ის მონაცემებით, ყველაზე მეტი მარკ ცუკერბერგმა იზარალა. Facebook-ის დამფუძნებელის ქონება 2 მილიარდი დოლარით შემცირდა. რაც შეეხება სხვა ბიზნესმენების დანაკარგებს: ბილ გეითსის ქონება 1 მილიარდით შემცირდა, ჯეფ ბეზოსმა თითქმის ორ მილიარდამდე დოლარი დაკარგა, ”ზარას” მფლობელმა ამანსიო ორტეგამ კი- 325 მილიონი დოლარი.

შეგახსენებთ, ოთხშაბათს ამერიკული ინდექსების ვარდნას უცხოური მედია პრეზიდენტ ტრამპს უკავშირებს, კერძოდ, მის მიერ FBI-ის ხელმძღვანელის გათავისუფლებას და იუსტიციის სამინისტროს გამოძიებას, რაც აშშ-ს პრეზიდენტის რუსეთთან კავშირებს ეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g