ახლახან, ქსელში კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის – ,,ოდისეა” ოფიციალური თრეილერი გამოქვეყნდა, რომლის კადრებშიც ყველასთვის მოულოდნელად, ტრევის სკოტი გამოჩნდა.
ჯერჯერობით არ გაცხადებულა, თუ ვის როლს ასრულებს სკოტი ნოლანის მომავალ სურათში.
თრეილერში რეპერი მაგიდაზე მდგომი ჩანს და ჯარისკაცების ჯგუფს მიმართავს, რომელთა შორის არიან ტომ ჰოლანდის პერსონაჟი – ტელემაქე და ჯონ ბერნტალის მიერ განსახიერებული – მენელაე.
აღსანიშნავია, რომ The Odyssey ჰიპ ჰოპ არტისტისა და ოსკაროსანი რეჟისორის პირველი თანამშრომლობა არ არის. 2020 წელს სკოტმა ჩაწერა საუნდტრეკი – The Plan ნოლანის ფილმისთვის – „პრინციპი“ (Tenet).
ცნობისთვის, „ოდისეა“ კინემატოგრაფის ისტორიაში პირველი ფილმია, რომელიც სრულად IMAX კამერებით არის გადაღებული. მასში ასევე მეთ დეიმონი, ენ ჰეთეუეი, რობერტ პატინსონი, ლუპიტა ნიონგ’ო, ზენდეია და შარლიზ ტერონი მონაწილეობენ. კინოსურათის პრემიერა, 17 ივლისსაა დაგეგმილი.