დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განმარტებით, თუ ადამიანი ვაქცინირებულია, მაგრამ აუცრელების გარემოცვაშია, პირბადე აუცილებლად უნდა ეკეთოს.
„როდესაც მე აცრილი ვარ, შეიძლება კორონა მაინც მქონდეს (ძალიან ნაკლებია ამის ალბათობა). მართალია აცრილი ნაკლებად გადამდებია, მაგრამ მაინც არის ალბათობა, რომ მან დააავადოს სხვა. ამიტომაც, თუ შენ ხარ აცრილების გარემოცვაში, პრობლემა არ იქნება პირბადის მოხსნა, მაგრამ თუ არ ხარ აცრილების გარემოცვაში, პირბადე უნდა გეკეთოს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „იმედის დილის“ ეთერში.
შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ამ დროის მონაცემებით ქვეყანაში 216742 პირია.
