LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ არ გვეხმარებით ქვეყნისათვის ძალზე მწვავე დროს, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით! – გახარია ოპოზიციას მიმართავს

107
132270231-1886028431535052-9173627900247022788-o

თუ არ გვეხმარებით ქვეყნისათვის ძალზე მწვავე დროს, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით! – არავინ კრიტიკის წინააღმდეგი არ არის და არავის, არავის კრიტიკის არ ეშინია! – ამ სიტყვებით ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტის ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მიმართა.

როგორც გახარიამ მათი მისამართით განაცხადა, დესტრუქციული ქმედებები მიმართულია არა კონკრეტული პოლიტიკური ძალის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არაორდინარულ პირობებში გვიწევს მუშაობა, შრომა, მოქმედება. გლობალური პანდემია, რეგიონში მიმდინარე მოვლენები, გლობალური ეკონომიკური კრიზისი, ყველა ის პოლიტიკური გამოწვევა და პროცესი დემოკრატიზაციის, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, მაგრამ მიმდინარეობს საკმაოდ რთულად, ეს ყველაფერი ჩვენმა ამომრჩეველმა განსაზღვრა, რომ ამ ყველა პრობლემას, ამ ყველა გამოწვევას ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ერთად!

“გახარიას მიერ წარდგენილი პროგრამა საბჭოთა სტილის სადღეგრძელოა” – “ლელო” დღეიდან მთავრობის მონიტორინგს იწყებს

მისივე შეფასებით, აშკარად ჩანს ნაბიჯები, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების, არამედ სახელმწიფოს დელეგიტიმაციას, რაც რისკის წინაშე ქვეყნის მომავალს აყენებს.

სამწუხაროა, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ არის წამოდგენილი. ჯანსაღ დისკუსიაში და დავაში ყოველთვის უფრო ადვილად იბადება სიმართლე და სწორი გზა. იმის მიუხედავად, რომ ზოგს შეეშინდა, ზოგი ვერ გაერკვა, ზოგი მართლა ვერ მოერია ამბიციებსა და საკუთარი ვიწრო პარტიული ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენა, ჩვენ ქვეყანას ვერ გავაჩერებთ. ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს ვერ ავყვებით. როდესაც ჩვენ აქ ოპოზიციის გარეშე ვსაუბრობთ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა ორმაგდება. ორმაგდება მარტივი მიზეზის გამო – ჩვენი მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობის ის წილი, რაც მათზე უნდა ყოფილიყო, ჩვენზე გადმოდის. ეს აბსოლუტურად სწორად უნდა იყოს გააზრებული. – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარლამენტში ნდობის მისაღებად მისულ მინისტრთა კაბინეტს უსმენენ.

ნახეთ, ვრცლად გიორგი გახარიას გამოსვლის ძირითადი აქცენტები:

 

ეს არ არის კომფორტული.. უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროპული მომავლისკენ: გახარია ერთპარტიულ პარლამენტსა და სამთავრობო პროგრამაზე

მაქსიმალურ ხარჯებს მივმართავთ სისტემური ინფრასტრუქტურის განახლებისთვის: მთავრობა 4 წლის განმავლობაში მინიმუმ 20 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს

უწყებების ბალანსზე გვაქვს უამრავი სახელმწიფო საწარმო, რომლის ეფექტიანობაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს იწვევს: გახარია

ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა ფუნდამენტური საკითხია, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები განვითარდნენ ნებისმიერ სფეროში: გახარია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები