LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ასეთი კონფლიქტი გაგრძელდა, ქართული ბიზნესისთვის ეს კატასტროფის ტოლფასი იქნება – ქართველი ბიზნესმენი

161
crisis-1612159282

სამწუხაროდ, ამ დაპირისპირებაში დაზარალდება ქართული ბიზნესიც, განსაკუთრებით კი ღვინის სექტორი, – ამის შესახებ სს „კორპორაცია ქინძმარაულის“ გენერალური დირექტორი ნუგზარ ქსოვრელი აცხადებს.

მან „ბიზნესპარტნიორთან“ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მოსალოდნელ პრობლემებზე ისაუბრა. „თუ ასეთი კონფლიქტი გაგრძელდა, ქართული ბიზნესისთვის ეს კატასტროფის ტოლფასი იქნება. ღვინის სექტორში რუსეთი და უკრაინა არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქვეყანა, ესენი ერთმანეთთან ომობენ და ჩართულია ფაქტობრივად ბელარუსიც, ძალიან ცუდი სცენარით მიდის ყველაფერი,“ – აცხადებს ქსოვრელი „ბიზნესპარტნიორთან“.

მისი ინფორმაცით, „კორპორაცია ქინძმარაულის“  მიერ წარმოებული ღვინის 80% საექსპორტოა, აქედან რუსეთსა და უკრაინაზე ჯამურად დაახლოებით 30% მოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g