LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები შეხვდებიან, ჩვენი საკითხი მათი მოლაპარაკებების დღის წესრიგში უნდა იყოს – სალომე ზურაბიშვილი

სალომე

„ჩვენ გვჭირდება, რომ ანგარიში გაგვიწიონ, მოგვისმინონ და თუ ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება, ჩვენი საკითხი ასევე უნდა იყოს მათი შეხვედრის დღის წესრიგში,“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა “Financial Times”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ როგორც კი მოწვევას მიიღებს, ამერიკაში ვიზიტით გაემგზავრება.

სალომე ზურბაშვილმა ასევე გამოთქვა სურვილი, რომ ნატოსთან კავშირის გაღრმავება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მოხდეს.

„რაც უფრო მეტს ვიღებთ ნატოსგან, მით უფრო მეტად დაცულად ვგრძნობთ თავს,“ – ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები