ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიელ გოგონას Beats-ის ყურსასმენი აუფეთქდა. დაზარალებულს ვინაობის გამხელა არ სურდა, თუმცა ის ფაქტი, რომ მან ხელებისა და სახის დამწვრობა მიიღო, არ დაუმალია.
ამ ისტორიაში კი საინტერესო ის არის, რომ კომპანია Apple-მა უარი თქვა გოგონასთვის ზარალის ანაზღაურებაზე და მომხდარში დევაისის ელემენტის მწარმოებელი დაადანაშაულა.
დაზარალებულმა განაცხადა, რომ ტექნო-გიგანტის პასუხით იმედგაცრუებულია, რადგან არც ყუთზე და არც ყურსასმენებზე ელემენტის მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
გოგონას თქმით, მოწყობილობა 2014 წელს შეიძინა. სწორედ ამ წელს, Apple-მა Beats-ი შეიძინა.
