LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ გიგი უგულავა თანხმობას განაცხადებს ამნისტიის გამოყენებაზე, იმ დღესვე შეწყდება საქმე, თუმცა მას ეს არ სურს: პროკურორი

447
BeFunky-collage (9)

იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული გიგი უგულავა ამნისტიის გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს, სისხლის სამართლის საქმე იმ დღესვე შეწყდება, –  ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც უგულავას ბრალდების საქმეზე, რომელიც ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ეხება, პროცესი გაიმართა.

პროკურორის თქმით, გიგი უგულავა უარს აცხადებს ამნისტიის გამოყენებაზე, შესაბამისად, საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება.

“იძულებული ვართ მოვიყვანოთ ყველა ის პირი, ვინც საქმის გარშემო გამოკითხული და დაკითხულია და საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებეზე ინფორმაციას ფლობს.” – აცხადებს პროკურორი

ნათია გურულის განცხადებით, დღეს დაიკითხნენ აეროპორტის თანამშრომლები და სანფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტი, რომელთაც მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული საგამოძიებო მოქმედებეში და “მისი სისწორე დაადასტურეს”

ნათია გურულმა აღნიშნა, რომ საქმეზე გამოძიება ობიექტურად წარიმართა.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებული გახლდათ გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებოდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი და ჯარიმა დაეკისრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g