LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ იტალიიდან ჩამოსულს არ აქვს შეგნება იყოს თვითიზოლაციაში, მოვუწოდებ ყველას მოერიდოს ასეთ ადამიანებს” – პაატა იმნაძე

3705
Capture

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაღალი საფრთხეა და მოუწოდებს დამსაქმებლებს, ოჯახის წევრებს და ყველა შემხებლობაში მყოფ პირს, თავი აარიდონ იტალიიდან დაბრუნებულ ადამიანებთან კონტაქტს.

“არ ჩამითვალოთ სტიგმის გავრცელებაში. თუ ვინმეს იტალიიდან ჩამოსულს არ აქვს შეგნება, რომ ორი კვირის განმავლობაში იყოს თვითიზოლაციაში, მე მოვუწოდებ სხვებს, მის დამსაქმებლებს, ახლობლებს, მოერიდონ ასეთ ადამიანებს”, – განმარტა პაატა იმნაძემ.

კორონავირუსით დაინფიცირებული მე-4 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა - მარინა ეზუგბაია

იდენტიფიცირებულია ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი 20-მდე პირი, მათ შორის თვითმფრინავის თანამგზავრები და ოჯახის წევრები.

ბრიფინგზე მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული მე-4 პაციენტმა, რომელიც იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, მაღალი თვითშეგნება და პასუხისმგებლობა გამოიჩინა.

“დიდი მადლობა ბოლო შემთხვევას. ძალიან გაგვიადვილა სამუშაო. თვითიზოლაციაში იყო ჩამოსვლის შემდეგ. თვითმფრინავის კონტაქტები უკვე დადგენილია. ჩამოვიდა თუ არა, იყო სახლში თვითიზოლაციაში და მადლობა მას ასეთი თვითშეგნებისთვის”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

შეგახსნებთ, საქართველოში დღეს, 5 მარტს, კორონავირუსის მე-4 შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებული 44 წლის საქართველოს მოქალაქე იტალიაში იმყოფებოდა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

საქართველოში კორონავირუსის მე-4 შემთხვევა დაფიქსირდა

პოპულარულები