„თუ ხამენეი ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლას გააგრძელებს, თეირანი ცეცხლში გაეხვევა“, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
„ირანელი დიქტატორი ირანის მოქალაქეებს მძევლებად აქცევს და ქმნის რეალობას, რომელშიც მათ, განსაკუთრებით კი თეირანის მაცხოვრებლებს, ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებზე კრიმინალური თავდასხმისთვის მძიმე საფასურის გადახდა მოუწევთ“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.
CNN: „ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა“
ამის შესახებ ინფორმაციას CNN ისრაელის „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა განცხადება გაავრცელა, რომ ისრაელის საჰაერო ძალები ირანში მდებარე ბირთულ და სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს ახორციელებენ.
შეგახსენებთ, 13-14 ივნისს ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით დაშავდა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა ან განადგურდა.